A1 ბანერი

მიხეილ სააკაშვილი: რა ხაზარაძე და ივანიშვილი,საერთოდ სად ბანაობთ?

“რა ხაზარაძე და ივანიშვილი,საერთოდ სად ბანაობთ? ლაზიკა 6 წლის წინ უნდა დამთავრებულიყო, თუ არა ეს ბანდიტები” – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება ანაკლიის პორტის საკითხს.

სააკაშვილი, ბოლო დღეების განმავლობაში, მამუკა ხაზარაძის მისამართით არაერთ რადიკალურ განცხადებას ავრცელებს:

“ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში, ჩემი პირადი ქონება პრაქტიკულად არ გაზრდილა, ჩემივე პრეზიდენტობის დროს, ხაზარაძის ქონება გაიზარდა მინიმუმ ხუთჯერ და ახლა ეს “კაცი” და სინამდვილეში უმადური…

მე მადანაშაულებს მის ბიზნესზე ზეწოლაში და ეს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილი ყველაფერს ართმევს და საკუთარ ჯიბეში მიაქვს. კარგი რა, სამართალიც კარგი საქონელია.

მე, ხაზარაძის ადგილზე, თუ გადაურჩა დაჭერას, წავიდოდი მონასტერში და მოვინანიებდი უამრავი ხალხის გაუბედურებას და საპრეზიდენტო “არჩევნებში” ივანიშვილის მხარდაჭერას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...