მიხეილ სააკაშვილი: ქუმსიშვილს რომ ატარებენ დაკითხვებზე, ივანიშვილია მანდ ხეირის მიმღები

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ იტერვიუს ეხმაურება. სააკაშვილმა ყურაღება გაამახვილა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარების საკითხზე.

„ბიძინა ივანიშვილმა ილაპარაკა ქუმსიშვილზე და კვირიკაშვილზე, და დაავიწყდა თქმა, რომ კვირიკაშვილი იყო ბანკი „ქართუს“ დირექტორი, ხოლო ქუმსიშივილი დირექტორის მოადგილე. ქუმსიშვილს ადანაშაულებს იმაში, რომ კრედიტი გამოჰქონდა და სახელმწიფოს ასტუმრებინებდა, ეს იყო „ქართუ“ ბანკის კრედიტი და სახელმწიფოს ბიუჯეტის, თქვენი ჯიბეების ხარჯზე ეს კრედიტი გაუსტუმრეს „ქართუ“ ბანკს, ე.ი მოგება მოდის ივანიშვილის ჯიბეში. ქუმსიშვილს რომ ატარებენ დაკითხვებზე, კი მაგრამ ივანიშვილია მანდ ხეირის მთავარი მიმღები. ივანიშვილი ლაპარაკობს ახლა ვინმეს დარღვევებზე?“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად