მიხეილ სააკაშვილი: ქართული მიწის ყოველი გოჯი მენატრება… ჩემი შეცდომებისთვის ბოდიში არ კმარა, მთავარი მისი გამოსწორებაა

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ჩემო ძვირფასებო და მონატრებულებო უკვე 7 წელია არ დამიდგამს ფეხი მშობლიურ მიწაზე. მიუხედავა იმისა, რომ უკრაინამ ძალიან კარგად მიმიღო, რომელიც ჩემი მეორე სახლია, კარგი თანამდებობა მაქვს და ყველა პირობა შემიქმნეს, რომ თავი კარგად მეგრძნო, მშობლიურ მიწასთან განშორება არის ძალიან მძიმე ხვედრი ჩემთვის ყოველწუთიერად. ქართული მიწის ყოველი გოჯი და თითოეული თქვენგანი მენატრება.

რა თქმა უნდა ბევრი შეცდომა დავუშვი და ბევრი რამე სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო. მეორე მხრივ, ვინც არაფერს აკეთებს არც შეცდომას უშვებს. ზოგიერთი არც არაფერს აკეთებს და მხოლოდ შეცდომებს უშვებს. ჩვენ გვქონდა შეცდომებიც და დიდი მიღწევებიც. ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის შუქურა უწოდა. იყო შეცდომებიც და ამ შეცდომებისთვის კიდევ ერთხელ მინდა, რომ გულწრფელი ბოდიში მოგიხადოთ, მაგრამ ბოდიში არ კმარა. მთავარია მისი გამოსწორება. გვინდა მოგვეცეს საშუალება მისი გამოსწორების და ბევრად მეტი საქმის გაკეთება თითოელი ქართველისთვის. ამის პოტენციალი არსებობს, პირადად ჩემში არსებობს და მე ამას ვგრძნობ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად