მიხეილ სააკაშვილი: პოროშენკო რეალური მოლდოველი “ბარიგაა”

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოლდოველი "ბარიგა" უწოდა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინს პირად მტრად არ მიიჩნევს. როგორც სააკაშვილმა Страна.ua-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, პუტინი მას ქვეყნის მტრად მიაჩნია. 

"მე სხვათაშორის პუტინს (რუსეთის პრეზიდენტი) პირად მტრად არ მივიჩნევ. მიმაჩნია, რომ ის ჩემი ქვეყნის მტერია. თუმცა, პოროშენკო რეალური მოლდოველი "ბარიგაა". ვგულისხმობ ადამიანს, რომელიც პოლიტიკით შოულობდ ფულს. 

– ნებისმიერ შემთხვევაში, პოროშენკო მანიპულირებას მოახდენს. ქუჩაში გამოსვლის, ფუნდამენტური ცვლილებების და სერიოზული მშვიდობიანი მობილიზაციის გარეშე უკრაინაში ვითარება არ შეიცვლება. და თუ ვინმე ოპოზიციაში ფიქრობს, რომ ის უბრალოდ შეცვლის პოროშენკოს და სხვა დანარჩენი ისევ ისე დარჩება, ძალიან ცდება. ოპოზიციის ლიდერები მიიჩნევენ, რომ ჩვეულებრივი არჩევნები იქნება, გარკვეული მანიპულირებით. არა, ასე არ არის. არჩევნებზე მანიპულირება მოხდება და ყველაფერი აფეთქებით დასრულდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა სახის აფეთქებას გულისხმობს ის, სააკაშვილმა განმარტა: – „ქაოსი, არეულობა და ქვეყნის დაშლა“. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად