მიხეილ სააკაშვილი: პოლიციის და სასჯელაღსრულების ხელმძღვანელები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და მას ოპოზიციის 1/3-მა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი

პოლიცია შსს-ში მხოლოდ ფორმალურად უნდა დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი ხელისუფლების დროს ზედმეტად ხისტი მიდგომები იყო და ზოგჯერ უსამართლოც.

“ბევრ რაღაცაში ჩვენ ვიყავით ზედმეტად ხისტი, ზოგჯერ უსამართლო და შემდეგ ეს ტენდენცია გაუარესდა და გაგრძელდა. რამდენიმე საკითხია დაუყოვნებლივ გადასაწყვეტი. პირველ რიგში ეს სამართადამცავი სტრუქტურები. პოლიცია მხოლოდ ფორმალურად უნდა დარჩეს შსს-ში, პოლიციის უფროსი უნდა შეირჩეს კონკურსის წესით, არასამთავრობოების და მთელი საზოგადოების მიერ. უნდა დამტკიცდეს პარლამენტში ხმების უმრავლესობით, მაგრამ ოპოზიციის მინიმუმ 1/3-მა უნდა დაუჭიროს მხარი.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტიც უნდა გამოეყოს იუსტიციის სამინისტროს, შეიძლება მხოლოდ ფორმალური ბმა დარჩეს. მისი ხელმძღვანელიც უნდა შეირჩეს პარლამენტში საჯარო კონკურსის შემდეგ და მასაც ოპოზიციის მინიმუმ 1/3-მა უნდა დაუჭიროს მხარი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად