მიხეილ სააკაშვილი: პოლიციელების ნაწილი ივანიშვილისგან კონვერტებში იღებს ფულს (ვიდეო)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ პოლიციელებს მიმართავს და არჩევნებში ხელისუფლების დავალება არ შეასრულონ.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ქართველი პოლიციელების ნაწილი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისგან, ბიძინა ივანიშვილისგან იღებს ფულს.

„თქვენი არჩევანის უფლება არის დაცული, რამდენიც არ უნდა გითხრან გაგაკონტროლებენ, ვერაფერ ვერ გაგაკონტროლებენ, მითუმეტეს თუ სწორად მოიქეცით,
მითუმეტეს თქვენ, როგორ სამოქალაქო მოსამსახურეები, რომლებიც იღებთ ფულს, ხელფასს, ძალიან დაბალ ხელფასს, იმიტომ რომ პოლიციელების ხელფასი არ გაზრდილა ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ, პირიქით, შემცირდა დოლარებში. მაგრამ, ნაწილი იღებს ივანიშვილისგან კონვერტებში ფულს, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ნაწილი. „ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემა დღის სტუმარში განაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად