მიხეილ სააკაშვილი: ფრიდონ ინჯია კორუპირებული მინისტრი იყო და ივანიშვილი იმდროინდელი მუმიებისგან ვერაფერს შექმნის

ფრიდონ ინჯია კორუპირებული მინისტრი იყო და ივანიშვილი იმდროინდელი მუმიებისგან ვერაფერს შექმნის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ჯერ ერთი ივანიშვილი ხელოვნურად ვერაფერს ვერ შექმნის. შეუძლია შეიყვანოს ის “ევროპელი სოციალისტები” ფრიდონ ინჯიას თამადობით. მინდა შეგახსენოთ, რომ ფრიდონ ინჯია იყო შევარდნაძის დროს კავშირგაბმულობის კორუმპირებული მინისტრი. მიითვისა მობილური კომპანია და მაშინ მე ვიყავი პარლამენტში. მე და გია ბარამიძემ შევქმენით ანტიკორუფციული კომპანია და ინჯია მოვხსენით, რის გამოც შევარდნაძე გაბრაზებული იყო. იმ დროინდელი მუმიებისგან ვერაფერს ვერ შექმნის. ინჯია, ეს იაფფასიანი თაღლითი ევროპელი სოციალისტიც გამხდარა, არც იაფფასიანი სხვათა შორის, მრავალმილიონიანი ქონების პატრონი და მომპარავია. მას მოუხდება ქონების დაბრუნება, რადგან ის მოპარულია ქართველი ხალხისთვის”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად