მიხეილ სააკაშვილი: „ოცნების“ ვირეშმაკული ჩანაფიქრია – პროკურორი ნიკა მელიასთვის გირაოს მოითხოვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურა სასამართლოს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს და სანამ თანხა შეგორვდება მელიას გამოუშვებენ, რაც “ქართული ოცნების” ვირეშმაკული ჩანაფიქრია.

„გაუგებარია ნიკა მელიას გათავისუფლების პროცესი. როგორც მე ვხვდები ოცნების ჩანაფიქრია ვირეშმაკული – პროკურორი შევა, მოითხოვს გირაოს მელიასთვის, მერე მელიას მისცემს ვადას ამ გირაოს შეგროვების, ამასობაში უნდა გამოუშვან. მისი ციხეში ყოფნა ამაზრზენია, და მინდა მადლობა ვუთხრა ნიკა მელიას გამბედაობისთვის და შემდეგ კანონს მიიღებენ ამნისტიის და მათ შორის იმ ხალხს ამნისტირებენ, ვინც თვალებში დათხარა მაკო გომურს და უამრავ სხვა ადამიანს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “დღის სტუმარში”.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ახალი 5 პუნქტიანი დოკუმენტით, თუ “ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი დაინიშნება

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...