მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციამ off side-ში გამგზავნა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Страна.ua-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარ პოლიტიკურ ხედვებსა და პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა. მან დასძინა, რომ მან პოლიტიკის გამო ყველაფერი გარისკა, თუმცა სხვები ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. 

"მე ყველაფერი გავრისკე, მაგრამ სხვები მზად არ აღმოჩნდნენ. ერთი რადიკალი ქართველები – .. ეს თავისთავად აბსურდია და არასწორი. საფეხბურთო თვალსაზრისით, ოპოზიციამ off side -ში გამგზავნა, ბურთი დატოვეს და თავად გაიქცნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ არაბუნებრივად ძლიერი ვიყავი. და შიშს დიდი თვალები აქვს. მათგან არაფერს ვიღებდი. უკრაინა მაინც უკრაინელმა პოლიტიკოსებმა უნდა მართონ“,-განაცხადა სააკაშვილმა. 

ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინაში დაბრუნების სურვილი აქვს. თუმცა, ამ ქვეყნების ხელისუფლებას მისი ციხეში ჩასმა სურთ.

"ტექნიკურად, ორი სამშობლო მაქვს, რომლის ხელისუფლება ჩემზე უარს აცხადებს. პოლიტდევნილები ხელისუფლებას დაცვას და დოკუმენტების გადაცემას სთხოვენ. მე არ ვთხოვ და ვამტკიცებ, რომ უკან უნდა დამაბრუნონ. ხოლო იმ ქვეყნებში, თეორიულად, ჩემი ციხეში ჩასმა სურთ, ასევე უნდათ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე არ შემიშვან. ამ ქვეყანაში ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ჩემი ციხეში ჩასმა სურდათ. უახლოეს ისტორიაში ეს არ მომხდარა. პოროშენკო იანვარში დავოსში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა და მათ ჩემს შესახებ ისაუბრეს", – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად