მიხეილ სააკაშვილი: ოდესაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი მე ვარ

ოდესაში მე ვარ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, ესეც ბევრს მეტყველებს ამ ქალაქზე, – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი თქმით, მისი რეიტინგი ოდესაზე ბევრს მეტყველებს.

“წარმოიდგინეთ, აშშ-ში არის სამი ოდესაში, მათ შორის ერთი ოდესა ტეხასში, არის ამ ოდესაზე დიდი. ინგლისში ყველაზე მდიდარი ადამიანი არის ოდესიდან, ამერიკაში მერის მოადგილე იყო ოდესელი. დღესდღეობით, გამოკითხვებით, ოდესაში მე ვარ ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, უცნაურია მაგრამ საინტერესოა. ადამიანი რომელიც აქ არ დაბადებულა, არ უსწავლია, ის არის ოდესაში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი. ესეც ბევრს მეტყველებს ამ ქალაქზე“, – თქვა სააკაშილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად