მიხეილ სააკაშვილი: “ოდესას ბათუმზე ასჯერ მეტი პოტენციალი აქვს”

"ოდესას ბათუმზე ასჯერ მეტი პოტენციალი აქვს, თუმცა ბათუმამდე ბევრი გვიკლია",-ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მომავალში შესაძლებელი იქნება ორი საოცრების, ბათუმისა და ოდესის შედარება.

"ტურისტული სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ. გამოვიყენებთ ლევან ვარშალომიძის გამოცდილებას, მის საოცრებას, რომ შექმნა ბათუმი. მანამდე წესრიგი უნდა დავამყაროთ და მერე ჩვენ შევადარებთ, ორივე მხრიდან გვექნება საოცრებები, რომლებსაც ერთმანეთს შევადარებთ",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.~

ამასთან, სააკაშვილმა მის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი – ხალხის ფულის დაბრუნებაა. 

"ჩვენ დავიწყებთ აუდიტორულ შემოწმებებს, ყველა დარგში, უნდა ვნახოთ, სად წავიდა ხალხის ფული. ეს მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ვინ ვის აძლევს ქრთამებს და ა.შ. ჩემთვის ერთადერთი ეფექტური მუშაობის მეთოდი ხართ თქვენ, ხალხი. მე კი შემიძლია ამ ხალხის, მაღალჩინოსნების შეცვლა, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწევთ ვერც რეგიონში, ვერც ქვეყანაში, თუ თქვენს სუნთქვას ვერ ვიგრძნობთ ზურგს უკან",-აღნიშნა სააკაშვილმა.

უკრაინის ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე ქართველია: მიხეილ სააკაშვილი – ოდესის ოლქის გუბერნატორი. ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია. ეკა ზღულაძე შს მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი. გია გეწაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე. დავით საყვარელიძე უკრაინის გენპროკურორის მოადგილე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად