მიხეილ სააკაშვილი: ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად

“ნიკა მელია სულ მალე ივახშმებს გარეთ თავისუფლად და მისი ჩამსმელები სად იქნებიან, მალე შეიტყობთ”.

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში Facebook.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

სასამართლოში მელიას ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა მისი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ. ხპლო
ხოლო, ნიკა მელიას საქმის პროკურმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიება არ უნდა შეიცვალოს და პატიმრობაში დარჩეს.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა და ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო სხდომა 29 აპრილს 11 საათზე განახლდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...