მიხეილ სააკაშვილი: ნიკა მელია ჩემს თვალში არის ნამდვილი გმირი

ამის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ნიკა მელია ჩემს თვალში არის ნამდვილი გმირი. ვამაყობ მისი თანამებრძოლი რომ ვარ. ყვარყვარე ვერაფერს დააკლებს, ვინაიდან ამ ქონდრის კაცის სიმაღლე უბრალოდ ვერ მისწვდება ნიკას ვერსად და სულ მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება”-წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად