მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, საქართველოში სწრაფი წინსვლა დაიწყება.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„მეორე, როგორია ტაქტიკა ახლა არსებული ოლიგარქიული წყობის. დაცვის პირველ ხაზად იყენებენ რაღაც ნაწილი ოპოზიციური ჯგუფების, რომელთაც აქტიურად მისცეს დავალება. ზოგი მათგანი ამას საკუთარი სურვილითაც აკეთებს – სააკაშვილის ლანძღვის, რადგან, ივანიშვილმა იცის, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა სწორედ ჩემი პიროვნება კი არა, არამედ საქართველოს სწრაფი განვითარება, წინსვლაა და ეს არის ის, რაც არის დაკავშირებული ჩემთან, რადგან ქართველმა ხალხმა იცის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ერთიანი ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, საქართველოში დაიწყება ისევ სწრაფი წინსვლა, ჭაობიდან ამოვა ქვეყანა და ეს იქნება ყველაზე დიდი სასჯელი და არა რაღაც სისხლის სამართლებრივი დევნა, რევანში, რომლის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პირადად მე და ეს არ განხორციელდება, რადგან არ შეიძლება, ქვეყანამ ერთსა და იმავე წრეზე იაროს, მაგრამ მათი დასჯა იქნება ჩვენი სწრაფი განვითარება. ეს შეგვიძლია სწორედ ჩვენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად