მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ და გაერთიანებული ოპოზიციის გუშინდელი შეკრება ბათუმში იყო მასშტაბური და ამაღელვებელი

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცაილურ ქსელში, გუშინ “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის ორგანიზებით ბათუმის ბულვარში მოწყობილ შეკრებასთან დაკაშირებით წერს.

„დიდი ძალისხმევის მიუხედავად, თითქოს ენმ გაქრა რადარებიდან, პარტიამ რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობა, ბრუნდება განახლებული რესურსებით. გუშინდელი ხალხმრავალი აქცია გამოხატავდა გამარჯვებული პარტიის სულისკვეთებას. რაც შეეხება ეპიდემიის გავრცელების საშიშროების დაკავშირებას გუშინდელ აქციასთან, ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებამ განაპირობა ინფიცირებულების ზრდა. მაშინ, როცა ხალხი ყველაზე მკაცრი აკრძალვებით გამოკეტეს სახლებში, ვალდებულნი იყვნენ ეზრუნათ მეორე ტალღის რისკებზე, რაც არ გააკეთეს და ახლა ურცხვად ცდილობენ დაუცველ ხალხზე ხელების შეწმენდას. აქვე საგანგებოდ მინდა ავღნიშნო, რომ ენმ გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას, თუმცა ეს მოხდება ყველა რეგულაციის დაცვით. გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას, გავუფრთხილდეთ ჩვენ ქვეყანას“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად