მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“: რეფერენდუმის წინ, ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართვას, რომ ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს, რადგან მასში არის მეორე, მთავარი პუნქტი, რომლითაც თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პრაქტიკულად რეფერენდუმი დაინიშნა, რომელიც „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების თაობას ნიშნავს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა, ის აპირებს, შემოდგომაზე, თვითმმართველობის არჩევნების (“რეფერენდუმის”) წინ ჩამოვიდეს საქართველოში და ფიზიკურად გვერდით დაუდგეს პარტიას.

„შემოდგომაზე იქნება რეფერენდუმი. ჩვენ უნდა მოვიგოთ ის ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისთვის ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ჩვენ უნდა შევიდეთ იმ პარლამენტში, რომელიც მიგვაჩნია უკანონოდ და მოპარული არჩევნების შედეგად, გამოვიყენოთ ეს ინსტრუმენტიც, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა სხვა ბრძოლის ფორმა დემოკრატიის ფარგლებში, მაგრამ უნდა ვიყოთ ძალიან მკვეთრი, ქმედურიანები, მობილიზებული. მეც ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად. რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ეს ჩემი სიცოცხლისთვის თუ თავისუფლებისთვის, აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი. მინდა, ყველას მოგიწოდოთ ერთიანობისკენ, ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები. ქართველი ხალხის გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგება, რა თქმა უნდა, მეც ვდგავარ ქართველი ხალხის გვერდით. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...