მიხეილ სააკაშვილი: მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია და პრემიერი გავხდე, ამ პოსტს მაქსიმუმ ორ წელი დავიკავებ

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი, რომ მე გავხდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მე ამაზე ბევრს ვფიქრობ, რომ მზად ვარ, ვიტვირთო ეს ფუნქცია. არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და ხელისუფლება მენატრება. მინდა გითხრათ, რომ ვიქნები პრემიერი არა სრული ვადით, არამედ მაქსიმუმ 2 წელი. ეს იქნება საკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანა ამოვათრიო ჭაობიდან და სწრაფად წავიდეთ წინ. ძალიან ბევრმა ადამიანმა შევძლოთ ეს.

მე ჩამოვალ საქართველოში მაშინ, როდესაც ეს არ გამოიწვევს დაპირისპირებას და არეულობას. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად. ნამდვილად არ ვაპირებ ხელისუფლებაში არეულობით მოსვლას. ჩვენ აუცილებლად ფეხზე დავაყენებთ ჩვენს სამშობლოს საქართველოს, ღმერთი იყოს თითოეული ჩვენგანის მფარველი. აბა თქვენ იცით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად