მიხეილ სააკაშვილი: მთავარი ფრონტის გაშლაა – შეტევა, შეტევა და შეტევა

ახლა მთავარი მობილიზაციაა და ფრონტის გაშლა. შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

“მინდა მივესალმო იმ ხალხს, ვინც დღეს შეიკრიბა კანცელარიასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია გამოვა ძალიან მალე. ვინც დაიჭირა და ვინც ახლა ქართველ ხალხზე ძალმომრეობას ახორციელებს, ისინი ჩაჯდებიან ძალიან დიდი ხნით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი იაღლიში მოგივიდათ დღეს და როგორ დამარცხდით. ბევრად მწარედ დამარცხდით, ვიდრე გასული წლის ოქტომბრის არჩევნებში. ჩვენი საქმე არის მართალი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ახლა მთავარი მობილიზაციაა და ფრონტის გაშლა. შეტევა, შეტევა და კიდევ ერთხელ შეტევა. ივანიშვილს უკვე პერსპექტივა არ აქვს, თუ ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე ვიქნებით და ჩვენ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე. აბა თქვენ იცით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად