მიხეილ სააკაშვილი: მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს ივანიშვილი და არა ჭე კლასის ტიპი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს, მაგრამ მოლააპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

“საქართველოში არცერთ ოცნების და ნაცმოძრაობის მხარდამჭერს არ ეპარება  ეჭვი იმაში, რომ არჩევნები საქართველოში გაყალბდა და ივანიშვილმა მოიპარა მინიმუმ 15%-დან 20%-მდე ხმები.

ეს არომ ასე არ იყოს, ჩვენ გვეყოლებოდა კოალიციური მთავრობა და ივანიშვილის „ქართული ოცნება იქნებოდ უმცირესობაში. ახლა რა ვქნათ ჩვენ 21- საუკუნეში, როცა ყველა ფაქტი გვაქვს გაყალბების, როცა კაცმა აგვახვია არჩვენები. გაძარცვა.  ამ კაცმა, ივანიშვილმა თითოეული თქვენგანი, გაძარცვა, დაამცირა და მიწასთან გაასწორა.

ამ სიტუაციაში არსებობს ერთ რამე, სამართლიანობის აღგენა. რა თქმა უნდა მოლაპარაკება საჭიროა და მაგიდასთან უნდა დაჯდეს ივანიშვილი და არა ვიღაც ჭე კლასის ტიპი, რომ მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადასვლა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ღამის მთავარში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად