მიხეილ სააკაშვილი: მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცაილურ ქსელში პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

მიხეილ სააკაშვილის აზრით, ეს ყველაფერი სანქციების მუქარის ქვეშ მყოფი ივანიშვილის “იაფფასიანი ტრიუკია”.

“დაშინებული, კუთხეში მიყუჟული ივანიშვილის სანქციების პირდაპირი მუქარის ქვეშ გამოგდებული იაფასიანი ტრიუკი პროკურატურის განცხადების მეშვეობით. მოგიწევს ბორია მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა!

თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...