სააკაშვილი პარლამენტზე: მე ვარ შვილმკვდარი მამა და ბოლომდე ვიძიებ შურს

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა..

„მე მყავს 2 შვილი და ძალიან კარგად ვიცი რას ნიშნავს შვილის სიყვარული, მაგრამ ჩემი შვილები არიან ასევე ქუთაისის პარლამენტი, რომელიც მოკლეს და გაანადგურეს, ჩემი შვილი იყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში, რომელიც ამ ოროსანმა და ავადმყოფმა გაანადგურა შეგნებულად და გააბანძა იდეა. ჩემი ვილი იყო ქართული ჯანდაცვის სისტემა ვინც გაანადგურა, ჩემი შვილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომელიც პრაქტიკულად გაანადგურა, ჩემი შვილი იყო საქართველოს სმხედრო წარმოება, რომელიც მომიკლეს.

მე ვარ ნამდვილად შვილმკვდარი მამა და ნამდვილად  შეიძლება ზოგიერთი გააჩერო, მაგრამ, როგორც მაჩალიკაშვილი ვერ გააჩერეს ნამდვილად მეც არ გამაჩერებენ და ნამდვილად ბოლომდე ვიძიებ შურს, ჩემი შვილის მკვლელებზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ემიგრანტებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...