მიხეილ სააკაშვილი: მე ვარ ამ ეკლესიის შვილი!

“მე ვარ ამ ეკლესიის შვილი, ადამიანი, ვინც ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ რწმენა განმტკიცებულიყო, რომ ჩვენი ტრადიციული ფასეულობები ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან ერთად გაძლიერებულიყო” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს  და ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

“ვინც არ უნდა ილაპარაკოს, რომ რწმენა და ეკლესია ერთი და იგივე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული მამაოები ნამდვილად არ არის ეკლესიიის განსახიერება,  ჩვენი რწმენა და ეკლესია არის ერთიდა იგივე. საქართველოში რწმენის დასუსტება საქართველოს მტრის პირდაპირი ამოცანაა.

ფსევდოლიბერალები პირდაპირ აძლიერებენ რუსეთის აგენტებს, იმიტომ რომ იძახიან “უფ, რა გოიმობაა ეკლესიაზე, რწმენაზე ლაპარაკი…”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, “სასარგებლო იდიოტების რანგში გაგყავთ ახლა თქვენ ლიბერალები?” – სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის ამბობს იმას, რაც არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად