მიხეილ სააკაშვილი: მე ნამდვილად არ მოვკვდები ისე, რომ ილორში არ ვილოცო

“საქართველოში რწმენის დაზიანება და ეკლესიის დეზორგანიზაცია შედის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს მტრის ინტერესებში. საქართველო არის ფუნდამენტურად ქრისტიანული ქვეყანა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არ მოსწონს” – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში.

“საქართველოს აქვს ღრმა ტრადიციები. საქართველოს ეკლესია გაძლიერდა განსაკუთრებით ჩემს დროს და ამით მე ვამაყობ, იმიტომ რომ ის გაძლიერდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან ერთად, და ამას მოჰყვა რწმენის გაძლიერებაც. ამაზე მე ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ რომ  მიმაჩნია ჩემს პირად მიღწევადაც.

თუ ვიღაცას უნდა ამის ბოროტად გამოყენება, ესეც მესმის. ყველაფერ კარგს მოსდევს ცუდიც. მაგრამ მორწმუნე დამიანების აბუჩად აგდება არის ანტიქართული.

ჩვენ არ უნდა დავუტოვოთ ეკლესიის თემა პრორუსულ ჯგუფებს, რუსმა ეგზარხოსებმა დაწყევლეს ჩვენი ერი, გადაღებეს თეთრად ეკლესიის კედლები და ილორს დააშენეს თავისი მახინჯი გუმბათი ზემოდან, შიგნიდან გადაღებეს, იმიტომ, რომ ის უნიკალური ხატები არ გამოჩენილიყო. მე ნამდვილად  ისე არ მოვკვდები, რომ ილორში არ ვილოცო.

ვასაძე და ივანიშვილი ფუნდამენტურად წარმოადგენენ პრორუსულ მოვლენას.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად