მიხეილ სააკაშვილი მარნეულის ინციდენტებზე: “ოცნებას” არჩევნები წაგებული აქვს და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის

ქართულ ოცნებას” საპარლამენტო არჩევნები წაგებული აქვს და ეს იცის პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა – ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარნეულში მომხდარ ინციდენტს.

“„მათ არჩევნები წაგებული აქვთ და ეს ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის. რაც ვიცით ზუსტად, 7 მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობა“ იგებს პირველივე ტურიდან და ეს „ოცნებამ“ კარგად იცის. ისინი იგებენ პირველ ტურში მხოლოდ 4 ოლქში. მმართველი პარტიისთვის, რომელიც აგებს მთავარ ოპოზიციურ ძალასთან 7 ოლქში პირველივე ტურში, ეს ნიშნავს რომ საერთოდ დედა არ ჰყავს.
ეს არის რეალობა რაც ხდება საქართველოში. ახალა საქართველოში ხდება ის რომ ქართველი ხალხი აპირებს მშვიდობიანად დაიბრუნონ ქვეყანა და ეს იციან მათ. რა დარჩენიათ გარდა ტყუილისა, სიყალბისა და ძალადობისა
ტყუილსა და ძალადობას ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ერთად არჩევნებზე მისვლით, სხვა გზა მე არ ვიცი. ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “ღამის მთავარში.

ცნობისთის, მარნეულში თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელსაც. ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მარნეულში მათ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გარდა ამისა, მარნეულში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შსს-მ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად