მიხეილ სააკაშვილი: მალე “მატროსოვი” გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.

” ეს არის უკიდურესი სისუსტის გამოხატულება. უკიდურესად შეშინებული ადამიანის ქმედებაა ეს და ერთი ერთზე მახსენებს (ვეთანხმები დავით ბერძენიშვილს) ასლან აბაშიძის ქმედებებს. ზუსტად ასე ჩამოიშალა ასლან აბაშიძე.

ეს არის ივანიშვილის ბოლო აგონია და ტყუილად ჰგონია ვინმეს, რომ რადგან ასე იქცევა – ძლიერია. არანაირი ძლიერი ეგ არ არის, არის უსუსტესი! მინდა გითხრათ, რომ ვლადიმერ პუტინს (მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა), ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს ამხელა რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს ჰყავს უკვე საქართველოში“, – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე შეფასებით, ივანიშვილი უკვე დამარცხებულია.

” სულ მალე კი “მატროსოვი” გარდაიქმნება პოლიტპატიმრების მუზეუმად, იმ პოლიტპატიმრების, ვინც აშენებდა ქართულ სახელმწიფოს და ამის გამო აგებინეს მათ პასუხი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ღამის მთავარში“.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად