ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-Live-ს დროს განაცხადა.
“მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ხალხს, ვინც გაერთიანებულ ოპოზიციას მოაგებინა ეს არჩევნები. რა თქმა უნდა ეს არჩევნები იყო მოგებული. 900 000-მდე ხმა, ყველაზე კონსერვატიული დათვლით 860 000-მდე ხმა აიღო გაერთიანებულმა ოპოზიციამ. ამაზე ნაკლები აიღო “ოცნებამ”, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა. სტატისტიკურადაც კი შეუძლებელია საქართველოში მიიღო მეტი ხმა იმისათვის, რომ მოიგო არჩევნები. თქვენ გაიმარჯვეთ და თქვენ გამარჯვება მოგპარეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.