მიხეილ სააკაშვილი: ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას თუ არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე

ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას თუ არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე, მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში Facebook გამოქვეყნდა.

“უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ “ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი სამედიცინო პერსონალის ნამდვილი ტერორი. საგანგებოდ ჩხრეკენ მათ და მუქარანარევ გასაუბრებებს უტარებენ, რათა მე მათი მეშვეობით არ გადავცე ჩვენს საზოგადოებას გზავნილები.
თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე და მივიღებ მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რომლებიც ტყვედ ჩავარდნამდე მქონდა გამოწერილი”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

კომენტარები
იტვირთება...