მიხეილ სააკაშვილი ხალხს თხოვს 14 დეკემბრეს “ოცნების” დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მივიდნენ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც 14 დეკემბერს, პარტია “ქართული ოცნება – დემოკარტიული საქართველოს” დაგეგმილ ღონისძიებაზე, აპირებს მისვლას.

“როგორც ყველამ ვიცით, კუთხეში მომწყვდეული ივანიშვილი, რომელიც მთლიანად გაკოტრდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ახლა მთელს საქართველოში აგროვებს ხალხს იმისათვის, რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მას საქართველოში კიდევ აქვს მხარდაჭერა.
მე მინდა მივმართო იმ საჯარო მოხელეებს, რომელთაც ავალდებულებენ ამ აქციაზე ჩამოსვლას, მე მინდა მივმართო ჩვენს საყვარელ პედაგოგებს რომლებიც მოჰყავთ აქციაზე. იმიტომ რომ სხვანაირად შეიძლება მათ სამსახურში შეექმნათ პრობლემები. ეს არ არის უბრალოდ, სხვათაშორის გამოვიარეთ კონცერტზე.
ამ ჩამოსვლით თქვენ პრაქტიკულად მხარს უჭერთ იმ ადამიანს, რომელმაც თითოეული თქვენგანი მიიყვანა უკიდურეს გაჭირვებამდე და გაღატაკებამდე, თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს ვინც ახლა მაგალითად ჩემს აშენებულ საავადმყოფოებში გააუქმა სახელმწიფო პროგრამები და თქვენ უფასოდ ვეღარ იმკურნალებთ ვერსად,
თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს, რომელმაც გაყიდა თქვენი პენსიები, ხელფასები და რასაც გაძლევთ იმ 20- 30 ლარს უცებ ჭამს ინფლაცია. თქვენ მხარს უჭერთ ადამიანს, რომელმაც  გაძარცვა საქართველო და რამდენიმე მილიარდი ლარი ამოიღო თქვენი ჯიბეებიდან ბოლო წლების განმავლობაში,
თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს ვინც აპირებს, რომ ციხეში ჩასვას საქართველოს სამხედროები იმისათვის რომ დაიცვეს ქვეყანას.

ახლახანს მან აფრინა თავისი მინისტრი წულუკიანი ჰააგაში და ის ეხვეწებოდა საერთაშორისო სასამართლოს რომ სასწრაფოდ გაამტყუნონ ქართველი სამხედროები. მე ეს ვიცი აბსოლუტურად დანამდვილებით. .
თქვენ მხარს უჭერთ საქართველოს მტრებს და თქვენ მხარს უჭერთ თქვენი კეთილდღეობის კონკრეტულ მტერს.
მე ვიცი, რომ მათ მხარს არ უჭერთ. მაგრამ, ნუ შექმნით იმის ილუზიასაც კი რომ ამ საქართველოს დამაქცევარს აქვს რამე მაინც მხარდაჭერა საქართველოში.
ჩვენ ხო ვიცით რომ ეს მას არ აქვს. ის დგას მხოლოდ რამდენიმე პოლიციელზე და ესეც პრაქტიკულად ხელებში ეფშვნება.
ჩვენ უნდა დროზე ჩამოვაშოროთ ეს ადამიანი, უნდა შევქმნათ უამრავი ახალი სამუშაო ადგილი, უნდა შევწყვიტოთ ხალხის გადინება ქვეყნიდან, უნდა დავაბრუნოთ ჩვენი გასული ადამიანების დიდი ნაწილი.
ივანიშვილის გეგმა საქართველოს გენოციდი უნდა ჩავშალოთ და თითოეულ თქვენგანს შევუქმნათ უკეთესი მომავალი. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს ასე იქნება. მოდით ნუ გავხდებით ამ ყველაფრის უნებური თანამონაწილე. არავის გთხოვთ გმირობას, უბრალოდ, მინდა იცოდეთ რაზეა აქ საუბარი.

საქართველოში აუცილებლად გათენდება!”, – განაცხადა მიხეილ საააკაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად