მიხეილ სააკაშვილი: “კარტოგრაფების” საქმით სტრასბურგის გამარჯვების გადაფარვას შეეცადნენ

მიხეილ სააკაშვილი: “კარტოგრაფების” საქმით სტრასბურგის გამარჯვების გადაფარვას შეეცადნენ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“კერ ერთი “კარტოგრაფების” საქმით, ამ სამარცხვინო საქმით, სტრასბურგის გამარჯვების გადაფარვას შეეცადნენ. რა თქმა უნდა, ეს გადაფარვის მცდელობაა, თორემ რა მნიშვნელობა აქვს, როდის გამოაქვყენებდნენ – გუშინ, დღეს, სხვა თუ ზეგ?! უნდოდათ გადაეფარათ გადაწყვეტიება.

ძალიან მწყინს და განვიცდი იმას, რომ ჩემ გამო ორი უდანაშაულო ადამიანი – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2 თვეა ციხეში ზიან. ეს არის ამორალური რაღაცა, რაზეც პასუხს აგებს არა მხოლოდ დამკვეთი ივანიშვილი, არამედ პასუხს აგებს ყველას ის მოსამართლე, პროკურორი, არაჰუმანური ადამიანი და ბოროტების განსახიერება, რომლებიც ამ ორ წესიერ ადამიანს უსწრაფავს სიცოცხლეს, დღეებს და თვეებს. მე მინდა თაყვანისცემით და ბოდიშის მოხდით მივმართო მათ ოჯახებს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ სიტუაცია დროზე გამოვასწორო”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად