მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილის ტაქტიკაა, რომ მე არ მიმიშვას ქართველ ამომრჩეველთან, ათენმა ყველაფერს უპასუხა

ივანიშვილის ტაქტიკაა, რომ მე არ მიმიშვას ქართველ ამომრჩეველთან, ათენმა ყველაფერს უპასუხა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“ივანიშვილის ტაქტიკაა, რომ მე არ მიმიშვას ქართველ ამომრჩეველთან. გუშინდელმა ათენმა მე მგონი ყველაფერს გასცა პასუხი. როგორც კი მიმიშვებელ ახლოს ქართველ ამომრჩეველთან… იქ ისედაც ვიგებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგარი ლიდერია. იგივე გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე. სხვა პარტიებშიც. მაგალითად ლაკა ხოშტარია როგორც იბრძვის ვაკეში, მე მომწონს. მელია როცა წარადგინეს გვერდზე დაუდგა სხვა პარტიის ბევრი წარმომადგენელი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც “ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას კრიტიკას არ უპასუხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად