მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი პუტინის შეკვეთას ასრულებს, მისი ხრიკები არ გავა მტკიცებულებების გაყალბების თვალსაზრისით

ივანიშვილი პუტინის შეკვეთას ასრულებს, მისი ხრიკები არ გავა მტკიცებულებების გაყალბების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა ჰააგაში, რომელმაც ბრიფინგი იურისტებთან ერთად ჩაატარა.

“ივანიშვილის ხრიკები არ გავა, რაც ჩაიდინა მან მტკიცებულებები გაყალბების კუთხით – მან წულუკიანმა, სუს-ის ხალხმა, რაც მანიპულაციები ჩაიდინეს ბოლო წლებში ყველაფერში დადგინდება სიმართლე. დადგინდება ის, ვინ არის დაინტერესებული, რომ საქართველო გამტყუნდეს, ვინ არის დაინტერესებული იმაში, რომ რუსეთის დავალება შეასრულოს. პუტინ-მედვედევის მაშინდელი შეკვეთა შეასრულოს და საქართველოს ოფიცრები, ვინც იცავდნენ თავისუფლებას, აღმოჩნდნენ გამტყუნებულები. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ასევე თქვა: სანამ პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ რუსეთის დამქაშების და საქართველოს მტრების წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად