მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი მხდალია, თუ თავი აქვს, შემომიშვას ქვეყანაში და თანაბარ კონკურენციაში შემოვიდეს

ივანიშვილი მხდალია, თუ რამის თავი აქვს, შემომიშვას ქვეყანაში და თანაბარ კონკურენციაში შემოვიდეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

კითხვაზე, ივანიშვილის წასვა პოლიტიკიდან რას შეცვლის მესამე პრეზიდენტის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით? – პასუხობს, რომ “არაფერს”.

“არაფერს არ შეცვლის, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩვენს შორის განსხვავება ის არის, რომ მე ჩემ გუნდთან ერთად ქართული სახემწიფოს შემქმნელები ვართ, ეს არარაობა კი ქართული სახელმწიფოს დამსამარებელია. მან დაასამარა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად