A1 ბანერი

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი იმყოფება სრულ ჩოქბჯენში, არ უნდა მივცეთ საშუალება იქიდან ადგეს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნილად გამოაცხადა და გიორგი დგებუაძის (მასტერა) და პატარკაციშვილის დაცვის საუბარს აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელი და გვარი ფიგურირებს.

ყოფილმა პრეზიდენტმა, გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით “რუსთავი 2”-თან გააკეთა კომენტარი.

“აქ სხვა რაღაცაზეა საუბარი, გარდა ამ უნიჭო დადგმისა… თავისთავად ამ უნ იჭო დადგმისა, კუდის ვიღაც 2 თანამშრომელი ამბობს სააკაშვილი ამბობსო. 2007-ში კუდ-ის 2 თანამშრომელი არასოდეს გვარით არ მახსენებდა რაც არ უნდა მომხდარიყო. იტყოდნენ პირველმა, პრეზიდენტმა, უფრო სწორად, საკაშვილმა?! ვინც მუშაობდა სისტემაში ეს ხომ კარგად იცის, გარდა იმისა, რომ ესეთ დავალებებს არ იღებდნენ რა თქმა უნდა. სრულ აგონიაში არიან.

მე სულ ვფიქრობდი რომ ეს საოცრება, სასწაული ზურაბიშვილი როგორ დააყენა კანდიდატად, ამან როგორ უნდა გაიმარჯვოს, თურმე იმედი ჰქონდა თავისი იაფფასიანი ბებიის სკივრიდან ამოღებული ტრიუკების ივანიშვილს, მართლა ყველა დებილი ჰგონია. ძაან მარტივია, აგონიაში არიან. ეს ხალხი ვინც ჩაწერეს ამ ორიოდე დღის წინ, ალბათ იმიტომ რომ მათ იციან რომ კიდევ სხვა ჩანაწერები მოდის, ეს ხალხი ყველა ზის ციხეში. იქ, სადაც ბიზნესმენები დაჰყავთ სარდაფში, ციხეში მყოფ ადამიანს რასაც გინდა იმას ჩააწერინებ. მე მგონი ყველა ხვდება რასთან აქვთ საქმე. უნდა გვესმოდეს, ივანიშვილი ახლა იმყოფება სრულ ჩოქბჯენში, არ უნდა ავაყენოთ და მივცეთ საშუალება იქიდან ადგეს. უნდა მოვუმთავროთ საქმე. მთავრდება ყველაფერი 28-ში, მისი ბოგინი, სიცრუის ტყუილების განუვითარებლობის, გაღატაკების ქურდობის, ბანდიტიზმის  ეპოქა მთავრდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად,”-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...