მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი არის “ბეზპრიდელშიკი”, ყველაფერზე წამსვლელი

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ივანიშვილი აკეთებს იმიტაციას სამოქალაქო დაპირისპირების. მე მახსენდება კარგად, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მასთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა და მეორე შეხვედრაზე მითხრა, იცოდე ყველაფერზე წამსვლელი ვარო. მაშინ მე ბოლომდე ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, თან ახალი გამარჯვებული იყო საპარლამენტო არჩევნებში. მახსოვს, პარტიის ოფისში მოვყევი ეს ამბავი და სხვათა შორის გიგი უგულავამ თქვა, გადაეცი, თუ ეგ ყველაფერზე წამსვლელია, ჩვენც ყველაფერზე წავალთო. მაშინ, სერიოზულად არავინ აღვიქვით, მაგრამ რუსულად რომ ვთქვათ, ეს კაცი არის ნადვილი “ბეზპრიძელშიკი” , ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ, ახალა ნამდვილად დაუგვიანდა, ყველაფერი რაც შეიძლება ყოფილიყო ძალიან დრამატული და ტრაგიკული 2 წლის წინ, ახლა გამოიყურება როგორც ფარსი“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად