მიხეილ სააკაშვილი: ირაკლი ოქრუაშვილი ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლია

ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს.

“მინდა გითხრათ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს და მე ყოველთვის რთული ურთიერთობა გვქონდა, ყოველთვის. ძალიან დიდი ხანია, ის ჩემს წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მისაცემად გამოიყენეს, მისი პირადი განწყობების გამო, მაგრამ ახლა ის არის ნამდვილად უდანაშაულო მსხვერპლი და აქამდე, ამ პერიოდის განმავლობაში ძალინ ვაჟკაცურად მოიქცა.  ეს ძალიან დასაფასებელი. ახლა ლორთქიფანიძეს რომ დაიჭერ, ეს ნიშნავს რომ თავზე ხელი აიღე, ისევე როგორც აჭარაში ბაგრატიონის დაჭერა სცადეს, უზენაესი საბჭოს წევრი, ძალინ კარგი სოლიდური ადამიანის და ბორია, ხიხო, შენ გგონია რომ ეს ყველაფერი გაგივა? მოემზადე, მაგრამ ჩემოდნები რაც არ უნდა ჩაალაგო, მაგ ჩემოდნებს დაგატოვებინებ და არც ქართველი ხალხი გაგიშვებს ქვეყნიდან “,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა, 20 – 21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ  “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს აღთკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას  20-21 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.  ასევე,  თბილსის სააპელაციაო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტონული სამაჯურის ტარება დაევალა

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...