მიხეილ სააკაშვილი: “იბერიაში” სპეცრაზმის შესვლა დიდი შეცდომა იყო

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში, გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" განაცხადა.

"2004 წლის 19 თებერვალს ჩვენ ვიყავით სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში ასლან აბაშიძესთან. ოქრუაშვილი, რომელიც გამოირჩეოდა ცუდი რაღაცებით, რომელსაც შემდეგ შეექმნა ჩვენთან პრობლემა, გადაწყვიტა, რომ ეს იყო აჭარის მეთაურთან ბრძოლის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უხეში შეცდომა და გადაცდომა არ მოგვითხოვია ტელევიზიის დამფუძნებლისგან ქრთამი. ეს არის განსხვავება იმ სისტემისგან, რაც ივანიშვილმა ააწყო. აგერ რაც მაბადია, ეს არის შეადარეთ, ყაჩაღი ივანიშვილი. ჩვენთან თუ ეუბნებოდნენ ვინმე ბიზნესმენ მოიტანე ფული, მოიტანე ბიუჯეტში. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი სისტემაც არ იყო სწორი. მაგრამ, როცა ამბობენ, "ნაციონალების" დროსაც ასე იყო და ახლაც ასეა, ეს სრული სისულელეა. 1-2 მინისტრი გამდიდრდა და დღეს ჩემს წინააღმდეგ მუშაობენ. ეს იყო ჩემთვის მაგალითია", – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად