მიხეილ სააკაშვილი: გუშინ იმ ბანძებმა რა იზეიმეს?! ვაუ, დიდება დიად ბიძინას!

ბანძებო რა გეზეიმებათ?!-ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა უკრაინაში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც იქ გუშინ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას გამოეხმაურა.

“გუშინ იმ ბანძებმა რა იზეიმეს?! ის რომ ლათინურ ენაში F- ის მერე მოდის, G. წინა იყო საფრანგეთი, ახლა არის G. რომ ყოფილიყო ჭ იქნებოდა კიდევ იქით. ჭორვილაც რომ ყოფილიყო ჭორვილაც იქნებოდა. ეს რამხელა მიღწევაა რომ ლათინურ ალფავიტში “ეფ”-ის მერე მოდის “ჯი”, ვაუ, დიდება დიად ბიძინას! ჩვენ გავხდით ეროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ბანძებო რა გეზეიმებათ?!. ამ დროს საქართველო იყო მსოფლიო ნომერ პირველი რეფორმატორი და არასდროს არ გვიზეიმია”-ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს დედაქალაქში, მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული “ოცნების” მხარდამჭერების წინაშე “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი; პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე; პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ახალგაზრული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ გამოვიდნენ და იქ შეკრებილ მრავალრიცხოვან ადამიანებს საქართველოს ევრო საბჭოს თავმჯომარე ქვეყნის სტატუსი მიულოცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად