მიხეილ სააკაშვილი: გიორგი რურუა მაგარი კაცი და საქართველოს დიდი პატრიოტია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი (ჟორიკა) რურუას დაკავებას facebook-ზე ეხმაურება და წერს, რომ ის საქართველოს დიდი პატრიოტია. სააკაშვილის განმარტებით, ივანიშვილმა გიორგი რურუას დაკავება ბრძანა და მას იარაღი ჩაუდეს.

“გიორგი რურუაზე ივანიშვილმა ეგრევე გასცა დაპატიმრების ბრძანება მას შემდეგ, რაც ის “მთავარი არხის” აქციონერი გახდა.
მაშინ ვერაფერი მოიფიქრეს და გუშინ დაიჭირეს იარაღის ჩადებით. ძალიან მაგარი კაცია გიორგი და საქართველოს დიდი პატრიოტი.
მაინც გავანგრევთ ივანას და მის ბანდას!”,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ,  „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორიკა) რურუა დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად