მიხეილ სააკაშვილი: გია ვაშაძის კანდიდატურა ჩემი კანდიდატურა იყო

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.

“გია ვაშაძის კანდიდატურა ჩემი კანდიდატურა იყო და ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ მართალი ვიყავი. შიგნით გვქონდა ბევრი კამათი და აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი. ვინც ეწინააღმდეგებოდა, მერე იმათაც აღიარეს, რომ გია ვაშაძე იყო მართლაც ძალიან მაგარი კანდიდატი.

ახლა დგება მესამე ეტაპი. მებრძოლები უნდა ვიყოთ ყველანი. არ უნდა იყოს ცალკე ვაშაძე, სააკაშვილი” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რა ქნას ამომრჩეველს თუ ერთს უფრო მშვიდი ტაქტიკა აქვს, ხოლო მეორე შფოთით მიდის მიზნისაკენ.

“შემომხედეთ, რამე შფოთიანს მატყობთ?!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად