მიხეილ სააკაშვილი: გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ფოტოებს აქვეყნებს და აგრეთვე წერს, რომ მან სამედიცინო შემოწმება გაიარა სამხედრო აღრიცხვისთვის.

„გავიარე სამედიცინო კომისია და დავდექი სამხედრო აღრიცხვაზე სვიატოშინსკის სამხედრო კომისარიატში. ჯანმრთელობა შესანიშნავი მაქვს და სამხედრო სამსახურისთვის გამოვდგები, ასე რომ მზად ვარ, ხელში იარაღითაც დავიცვა უკრაინა.

ძალიან სასიამოვნო სამედიცინო პერსონალია, რომლებიც არც ისე კარგ პირობებში მუშაობენ. მკვეთრად უნდა გაიზარდოს მათი დაფინანსება“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად