მიხეილ სააკაშვილი: გასაფუჭებელი ძალიან ცოტა რამ დარჩა!

„დიდი მადლობა, რომ დავით კირკიტაძეს უჭერთ მხარს, რადგან დათოს თავდავიწყებით უყვარს თავისი ქალაქი და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად თავისი სამშობლო. უაღალატო ადამიანია, რომელიც ამდენი წელი არ გატყდა ციხის, დევნის, ათასგვარი შევიწროების მიუხედავად, ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა თქვენგანი. ახლა უკვე დგება საბოლოოდ გამარჯვების დრო, 2020 წლის 31 ოქტომბერი არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის გამარჯვების, არამედ თითოეული ჩვენგანის ხელით საქართველოს საბოლოოდ გადარჩენის, განვითარების, წინსვლის, გაბრწყინების დიდი ეპოქა გაიხსნება.” – მიხეილ სააკაშვილმა რუსთავში შეკრებილ თავის მხარდამჭერებს მიმართა.

“ივანიშვილი ემზადება დიდი გაყალბებისთვის. ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით, ის მიმართავს ათასგვარ ხრიკებს, მაგრამ, დაე, ემზადოს გაყალბებისთვის, ჩვენ, ქართველი ხალხი ვემზადებით დიდი გამარჯვებისთვის. სწორად ითქვა, რომ მარჯვნივ, მარცხნივ, ცენტრში ყველაფერი დათოს გაკეთებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.

უფრო მეტსაც გეტყვით, საქართველოში ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებული და ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის გაფუჭებული. გაფუჭების რესურსი საქართველოში ამოწურულია, გასაფუჭებელი ძალიან ცოტა რამ დარჩა. ახლა ისევ გაკეთების, აღმშენებლობის დროა. ვის შეუძლია აღმშენებლობა თუ არა იმ ხალხს, ვისაც ეს ერთხელ უკვე ნაკეთები აქვს, რადგან ყველაფერი დანარჩენი არის ლაპარაკი და ზოგადი ფრაზები. ამ ხელებს აქვთ გაკეთებული, დათოს ხელებს აქვს ნაკეთები, ყველა მად მდგომის ხელებს აქვს ნაკეთები, დევი ჭანკვეტაძის ხელებს აქვს ნაბრძოლი და ეს იგივე ხელები ჩაკიდებული თქვენ ხელებთან, ერთმანეთის გვერდით დგომით ყველაფერს შევძლებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად