მიხეილ სააკაშვილი გახარიას გუნდზე: ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს, ქვეყნის განადგურებაში

“ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ, ან სრული იდიოტები არიან!” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში Facebook წერს, რითაც ეხმაურება გახარიას გუნდის წევრის, ბექალ ლილუაშვილის მიერ ტვ “რუსთავი 2”-ში გაკეთებულ განცხადებებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

“ამათ შუბლის ძარღვი მართლა გაწყვეტილი აქვთ, ან სრული იდიოტები არიან!
ეს პორტი 2013 წლის ბოლოს უნდა გამეხსნა ჩვენი გეგმით, და ჩვენ ყოველთვის, უფრო ადრე ვასრულებდით გეგმას, ვიდრე ქაღალდზე ეწერა და ესენი, გვიყვებიან, რომ პორტი ვერ გაკეთდებოდაო?!
ძაღლი რომ ფარავს ხოლმე თავის მოსაქმებულს, ისე ფარავენ ესენი თავის წილს, ქვეყნის განადგურებაში და მე მგონი, ჩვენს ხალხს ყველაფერი ახსოვს და თუ არ ახსოვს, გავახსენებთ და ამაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ და დავანახებთ, რომ სხვანაირად შეიძლება მუშაობა ძალიან მალე”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...