მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარებზე: ევროპელის ინსტიქტია, მარჯვენა ლოყაში რომ მოგარტყამ მარცხენა მიუშვირო (ვიდეო)

„ის ევროპარლამენტარი ქალი, რომელიც მოუწოდებს შედი პარლამენტშიო, ზოგი ისე იტყვის, ზოგი ასე. ევროპელის ინსტიქტია, მარჯვენა ლოყაში რომ მოგარტყამ, მარცხენა მიუშვირო, ჩამოსულიყო და ყოფილიყო ამ არჩევნებზე“ – ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილი თავის მორიგ ფეისბუქ ჩართვაში ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებას.

სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, ჰოლანდიელ დეპუტატ ტინი კოქსს კიდევ ერთხელ უწოდა რუსეთის ცნობილი აგენტი: „ის ევროპარლამენტარი ქალი, რომელიც მოუწოდებს შედი პარლამენტშიო, ზოგი ისე იტყვის, ზოგი ასე, კაი რა, ევროპელის ინსტიქტი არის, მარჯვენა ლოყას რომ მოგარტყამ, მარცხენა შეუშვირე, ბევრი ევროპელის, ბევრი არის რომ ბრძოლისუნარიანია, ჩამოსულიყო და ყოფილიყო ამ არჩევნებზე, ჩამოვიდა, განცხადება გააკეთა მარტო რუსეთის ცნობილმა აგენტმა, ის კოქსი როა ჰოლანდიელი, რომელიც ყველამ იცის, ვინ არის“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად