მიხეილ სააკაშვილი: ერთ-ერთ არხზე თოქშოუს ვიწყებ… პოლიტიკოსების ქარაქუცობა არ მაინტერესებს

ერთ-ერთ არხზე თოქშოუს ვიწყებ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოდან ოდესაში ახალგაზრდების ჩაყვანას და ინოვაციური კონგრესის გამართვასაც აპირებს.

“ყველა დაინახავს შემოდგომაზე, ივანიშვილს უფრო უყვარს საქართველო თუ მე. ყველაზე ჩაბუდებული “ქოციც” კი.

მეორე, მე აქ უახლოეს კვირეებში ვაპირებ… სხვათა შორის პირდაპირ ტრანსლირებას ვიწყებ საქართველოს საზოგადოებასთან. პირდაპირ თოქშოუს ვიწყებ ერთ-ერთ არხზე და მეორე რასაც ვაპირებ არის ის, რომ რამდენიმე კვირაში ჩამოვიყვანო რამდენიმე ასეული კონკურსშერჩეული ახალგაზრდა და ოდესაში ინოვაციის კონგრესი გავმართო საქართველოს მომავალზე. საერთოდ არ მაინტერესებს ბევრი პოლიტიკოსის ქარაქუცობა და ერთმანეთში გარჩევა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...