მიხეილ სააკაშვილი: ძალინ მიყვარს საჩხერელები, ჭორვილელებსაც არაუშავთ (ვიდეო)

ომზე მეტად მე არ მეზიზღება არაფერი. სამეზობლოში ომი არის ჩვენთვის კატასტროფა. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველო როდესმე ჩაბმული იყოს რამე ომში. საქართველო დაიბრუნებს თავის ავტორიტეტს. დღეს საქართველოს არავინ არაფრად აგდებს. სასაცილოდ არ ჰყოფნის. იმიტომ რომ საქართველოს არ ჰყავს არც პრეზიდენტი, არც მთავრობა. არავინ აღიარებს, არავინ იცის ვინ არიან”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

“ჩვენ ვიყავით ქვეყანა, რომელსაც მოდელად ჰქონდა გამოცხადებული სინგაპური და შვეიცარია და ახლა მოდელად გვაქვს გამოცხადებული საჩხერე და სინამდვილეში ჭორვილა. ძალინ მიყვარს საჩხერელები, ჭორვილელებსაც არაუშავთ, მაგრამ ნამდვილად არ არის ჩვენი ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად