მიხეილ სააკაშვილი: ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში (ვიდეო)

“ძალიან მენატრება ჩემი ვენახი ყვარელში. თუმცა ამ შემთხვევაში ჩემს თავზე კი არ მინდა საუბარი, მინდა საუბარი ჩვენს მევენახეებზე. საქმე იმაშია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მათ მისცემენ კომპენსაციას 30 თეთრის ოდენობით”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოცილურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საუბრობს.

“ეს თანხა დოლარებში რომ გადავიყვანოთ არის რამდენჯერმე ნაკლები იმ თანხისა, რასაც ჩემი პრეზიდენტობის დროს ვაძლევდი ხალხს და ისიც არ იყო საკმარისი! ხაზინა ცარიელია და მე მგონი, ეს თანხა 30 თეთრი დაცინვაა უბრალოდ ჩვენი მევენახეების!

ამიტომ მე მინდა გითხრათ და მე მინდა მოგმართოთ როგორც საქართველოს მთავრობის შემდეგმა ხელმძღვანელმა ჩემს კახელ ძვირფას ძმებს ყველა სხვა რეგიონებში საქართველოში, სადაც ეს პრობლემა დგას შეინახეთ ეს სერტიფიკატები, რომელსაც მოგცემენ და გარანტიას გაძლევთ რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც ნამდვილად მოხდება, ოქტომბრის ბოლოს დამატებით მოგეცემათ კიდევ 80თეთრი და 80 თეთრის ნაცვლად ყველანი აიღებთ 1.60 თეთრს. აი, ეს არის ჩემი კონკრეტული შემოთავაზება და მინდა გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა გაკეთდება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სფეროს სჭირდება განსაკუთრებული მხარდაჭერა იმიტომ, რომ ეს არის საქართველოსთვის სტრატეგიული. ძალიან დიდი ბაზარია ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში, უბრალოდ თვალების გახელაა საჭირო და ახლა საჭიროა გადარჩენა ბოლომდე თითოეული მევენახის”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად