მიხეილ სააკაშვილი: ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს… აბა, თქვენ იცით

“ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე. მართლა ქვეყნის ბედი წყდება, და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების შრომით მოწყობის. აბა, თქვენ იცით”.

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, “ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი  მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს და განმარტავს, რომ ხელისუფლების გეგმა, არჩევნებზე საკმარისი რაოდენობის ხალხი არ ყოფილიყო, ჩაიშალა.

“რაც არის ძალიან ნიშანდობლივი ამბავი საქართველოდან, არის ის, რომ ჩვენი ამომრჩევლის ძალიან მაღალი აქტივობაა. ეს მაგარია, იმიტომ, რომ მთელი სახელისუფლებო პროპაგანდა იყო იმაზე მიმართული, რომ კოვიდია, არ წახვიდეთ, სახლში დაეტიეთ. როცა სახელისუფლებო რესურსი ისედაც მუშაობს და თავისი ხალხი ისედაც მიჰყავს, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ყველა არ აძლევენ ხმას, ეს იყო მათი გეგმა, რომ არ ყოფილიყო საკმარისი რაოდენობის ხალხი. ეს გეგმა უკვე ჩაიშალა.

ძალიან ბევრი ხალხი გამოვიდა, არავის არ უნდა შეეშინდეს, ყველა უნდა წავიდეს საარჩევნო უბნებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართლა ქვეყნის ბედი წყდება და არა ვიღაც ცალკე აღებული ადამიანების შრომით მოწყობის. აბა თქვენ იცით”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად