მიხეილ სააკაშვილი: ძალიან გაბრაზებული ვარ ივანიშვილზე

"ძალიან გაბრაზებული ვარ საქართველოს მტერ ივანიშვილზე, რომელმაც პრაქტიკულად ნულზე დაიყვანა ის, რაც ჩვენ საუკუნეების განმავლობაში შევქმენით",-ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის  ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის ყრილობაზე ვიდეოჩართვის დროს განაცხადა. მისი  თქმით, ივანიშვილმა ის დაანგრია, რაც საუკუნეების განმავლობაში შეიქმნა.

"მხვდებიან ხოლმე სადღაც ქართველები, პირველი კითხვა აქვთ, აბა გადაგიარა წყენამ საქართველოზე. არასდროს ვყოფილვარ და ვერ ვიქნები საქართველოზე, ჩემს ხალხზე ნაწყენი, მაგრამ ძალიან გაბრაზებული ვარ საქართველოს მტერ ივანიშვილზე, რომელმაც პრაქტიკულად ნულზე დაიყვანა ის, რაც ჩვენ სააუკუნეების განმავლობაში შევქმენით, მაგრამ ხომ ჩვენ შევქმენით, ხომ ცოცხლები ვართ, ხომ გვახსოვს როგორც არის, ხელახლა ავაშენებთ იმიტომ, რომ ვინც ერთხელ ააშენა, ის მეორედ, მესამედ, მეოთხეჯერ ააშენებს",-განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტი საქართველოს  მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხსაც გამოეხმაურა და მოქალაქეებს მოუწოდა, რთული ვითარების მიუხედავად, ქვეყანა არ დატოვონ.   

ახლა ჩვენ მოგვცეს უვიზო მიმოსვლა და, რა თქმა უნდა, ალბათ ბევრი ნორმალური ისევ იფიქრებს საქართველოს დატოვებაზე. მინდა ვთქვა, რა თმა უნდა უნდა ვიმოგზაუროთ, ვიცი რომ ძალიან გიჭირთ, ვიცი რომ ბევრი პრობლემაა, ვიცი, რომ საჭმლის პრობლემაა ელემენტარულად, საჭმლის ფულის, მაგრამ დატოვების დრო არ არის. იმათ დავატოვებინოთ, ვინც საჭმლის ფული არ დაგვიტოვა. მოდით იმათ დავატოვებინოთ, ვინც საარსებო სივრცე არ დაგვიტოვა იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ვარ ჩემს მეგობრებთან დათო საყვარელიძესთან და სხვებთან ერთად, ჩვენ აქ წარმატებულები ვართ, მაგრამ გარწმუნებთ ჩვენ არც ხელმოცარულები არ ვართ…

ერთი რაღაც ზუსტად ვიცი, საკუთარ სამშობლოს მხრებზე ვერ მოიკიდებ და ვერსად წაიყვან, ამიტომ ჩემი რჩევაა არსად არღირს წასვლა. ადგილზე ვიყოთ და მეც დაგიდგებით გვერდზე",-განაცხადა სააკაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...