მიხეილ სააკაშვილი: დონალდ ტრამპი მსოფლიოში არავის აქებდა ისე, როგორც მე

პოლიტიკოსობამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მსოფლიოში არავის აქებდა ისე, როგორც მე – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა.

„ახლა დრო არ არის სკამების გაყოფის, ახლა დრო არ არის პროცენტების გადაანგარიშების. ახლა ციხით რომ სრული კატასტროფული მდოგმარეობაა.
მე ვიცი, დეკემბერში გააგზავნა მამუკა კობახიძე (ირაკლი კობახიძე. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე „აიპრესი“) ვაშინგტონში. მამუკა კობახიძემ, ირაკლი კობახიძემ, რა მნიშვნელობა აქვს, ჩიჩილაკი გააგზავნა, იქ წაუკითხა კონგრესს 15 გვერდიანი ივანიშვილის დაწერილი წერილი, სადაც წერია, რომ ვაშინგტონს მართავენ „ნაციონალები“. ამერიკელებმა უთხრეს – ახლა ამ 15 გვერდიან წერილს დავურიგებთ სხვადასხვა უწყებებსო და ერთ ორ თვეში გაგცემთ პასუხო. თქვენთვის ეს პასუხი არ იქნება ძალიან კარგიო. მაგრა, ეს არის რაც არისო. ზუსტად ვიცი ამერიკელებმა რაც უთხრეს, ჩვენ არც ვფიქრობდით ადრე სააკაშვილის დაბრუნება არ დაბრუნებაზეო, მაგრამ, ახლა რომ ვუყურებთ სიტუაციასო, ჩვენი გვერდითა შეფასებითო… ნუ მიანიშნეს ივანიშვილს კარებისკენ და უთხრეს, რომ პასუხი იქნება მკაცრი.
მეორეა საერთაშორისო სიტუაცია. მე დონალდ ტრამპთან მქონდა მრავალწლიანი პირადი კარგი ურთიერთობა, მეძახდა მეგობარს. არავის არ აქებდა მსოფლიოში, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, ისე როგორც მე მაქებდა.
ივანიშვილმა დონალდ ტრამპს არაერთხელ უწოდა აფერისტი, ლანძღა, აგინა და მისი პროექტი შეაჩერა ბათუმში“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად