საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის აგრძელებს შეხვედრებს და ვენაში უკრაინულ დიასპორას ხვდება.
მისივე თქმით, ვენაში იმყოფება დედასთან და ბებიასთან ერთად, რომლებიც ვენაში ასევე საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან: "დედასთან და ბებიასთან ერთად ვენაში ვიმყოფები. დედას ჩამოვიდა უნივერსიტეტის რექტორების კონფერენციაზე. ბებია კი პროფდაავადებათა მედიცინის ინსტიტუტმა გამოუშვა მივლინებით, სადაც ის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს. მე კი აქ უკრაინულ დიასპორას ვხვდები" – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის სოციალურ ქსელში.